ქალი, რომელსაც სახის კანი გადაუნერგეს, საფრანგეთში გარდაიცვალა
საფრანგეთში 49 წლის ასაკში იზაბელ დინუარი გარდაიცვალა. ის მსოფლიოში პირველი ქალი იყო, რომელსაც სახის კანი გადაუნერგეს.
დინუარმა სახის დაზიანება 2005 წელს მიიღო. მას საკუთარი ძაღლი თავს დაესხა. ერთი წლის შემდეგ მას სახის კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.
იზაბელს სხვა ქალის კანი გადაუნერგეს, რომელსაც ექიმებმა ტვინის გათიშვა დაუდგინეს.
იზაბელი ძლიერ პრეპარატებს იღებდა, რომელიც გადანერგვის შემდეგ არის აუცილებელი. ამის გამო მას სიმსივნე განუვითარდა.