საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სასახლეში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე უცხოელსტუმრებს უმასპინძლა.
“ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” –  თბილისის საერთაშორისო კონფერენციასაქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევისცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკკეინის ინსტიტუტს აღნიშნული კონფერენციის ჩატარების ინიციატივისა და მისიგანხორციელებისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილურობის ჭრილში ისაუბრა დაიმედი გამოთქვა, რომ მის ფარგლებში გამართული დისკუსიისას მხარეები მიიღებენ  გადაწყვეტილებებს და იპოვიან პასუხებს იმგამოწვევებზე რომლის წინაშეც დგას რეგიონი, საქართველო, NATO და ევროკავშირი.
„იმედი მაქვს, რომ ამერიკისა და ევროპელი ლიდერების, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ჩართულობით მიმდინარეინტენსიური საუბრებით  და მოლაპარაკებებით მივალთ ყველაზე მშვიდობიან და შედეგიან გადაწყვეტილებამდე”, –  განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსმასპინძლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური, ევროპული და ევროატლანტიკურიოჯახის წევრი”, – აღნიშნა მიღებაზე კურტ ვოლკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები