დავით ჭიჭინაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

გიორგი ფეიქრიშვილის დედის განცხადებას „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა ამ დღეებში დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო ფეიქრიშვილის ბრალდების შესახებ, თითქოს ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა მათთან სახლში და არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარება, ანუ მისი შვილის გათვისუფლება შესთვაზა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემთვის გიორგი ფეიქრიშვილის დაკავებისა და მისი ოჯახის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ამ დღეებში მედიის საშუალებით ვრცელდება. წარმოდგენა არ მაქვს არც მათი მისამართის, არც კავშირების და არც იმის შესახებ თუ როგორ შეიძება „დამეხმარონ არჩევნებში“.
მესმის ოჯახსი მძიმე მდგომარეობა და არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც შეიძლება მართლაც ცდილობდეს მათ შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალბატონმა ნინომ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და პირადად მე იმ პირის შესახებ, რომელიც თითქოსდა „ჩემი წარმომადგენელი“ იყო.
პირადად ვარ დაინტერესებული გავარკვიო სიმართლე და გავიგო, ვინ ცდილობს ოჯახის შეცდომაში შეყვანას. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე ქალბატონ ნინოს და მასთან ერთად გავარკიო ეს გაუგებრობა. მესმის რომ გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ვუსურვებ მათ სამართლიან გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს“, – წერს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები