„კავკაზ -2016“-ში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული ნაწილები სტრატეგიულ წვრთნებში, „კავკაზ-2016“-ში მონაწილეობენ. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
წვრთნებში ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები მონაწილეობენ.
„კავკაზ-2016“ სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე 5-დან 10 სექტემბრამდე იმართება. წვრთნებში 12,5 ათასი სამხედრო მონაწილეობს. ჩართულია ავიაცია და სამხედრო ხომალდები.