თურქეთის პროკურატურამ 147 მასწავლებლის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ ქაისარის პროვინციაში 147 პედაგოგის დაკავების ორდერი გასცა. ისინი ისლამის მქადაგებლისა და ოპოზიციონერის, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ გამოცემა Yahoo! News იუწყება.
პედაგოგებს კონსტიტუციის დარღვევაში, ქვეყნის მთავრობის დამხობის მცდელობაში და ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებენ. პედაგოგების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი იძებნება.
სპეცოპერაციაში თურქეთის პოლიციის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები