სროლა ბაგებში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი
თბილისში, ბაგებში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
დაჭრლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.