ბიძინა ივანიშვილი: პოლიტოლოგები ანალიზის აზრზე არ არიან

პოლიტოლოგები ანალიზის აზრზე არ არიან, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული გადაცდომები მართვაში არ ჰქონია.
„საზოგადოება ძალიან გაერთო და ეძებენ რაღაც მესამე ძალას. პოლიტოლოგებიც გამოდიან და ანალიზის აზრზე არ არიან. ამბობენ, რომ უნდა შეიქმნას მესამე ძალა. მესამეც უნდა იყოს, მეოთხეც და მეხუთეც, არჩევანი უნდა იყოს დიდი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული გადაცდომები მართვაში არ ჰქონია.
„ქართული ოცნება“ კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს იმ სტანდარტებს ქვეყნის მართვის დროს, რაც მე ჩემს გუნდთან ერთად დავტოვე წამოსვლის დროს. ქვეყნის ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ. კვირიკაშვილი ისეთი კაცია, რომ შეიძლება აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და ნატოს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და ეს არის, რისთვისაც ვიღწვი მე, რომ მოსახლეობა დავარწმუნო, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები