გულუმროდ ხალიმოვმა „ისლამურ სახელმწიფოში“ თარხან ბათირაშვილი შეცვალა

ტაჯიკეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილმა მეთაურმა, გულუმროდ ხალიმოვმა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა, ამ დაჯგუფებაში თარხან ბათირაშვილი შეცვალა. ამის შესახებ ირანული სააგენტო IRNA იუწყება. სააგენტოს ცნობით, ხალიმოვის მიერ ამ თანამდებობის დაკავების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფო“ შიშობს, რომ ის შეიძლება ავიადარტყმის მსხვერპლი გახდეს.
გულუმროდ ხალიმოვი მეტსახელად „ალ-ტაჯიკი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა. ტაჯიკეთში ხალიმოვი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები