კიევში, ტელეკომპანია „ინტერის“ შენობა დაწვეს – ფოტოკოლაჟი

კიევში, ტელეკომპანია „ინტერის“ შენობასთან უცნობმა პირებმა საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს. ხანძარი შენობის შიგნითაც გაჩნდა. ტელეკომპანიაში ევაკუაცია გამოცხადდა. კიევის პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა „ინტერის“ შენობის ფანჯარაში კვამლის ხელყუმბარა შეაგდეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
თავად „ინტერის“ განცხადებაში წერია, რომ ტელეკომპანიაზე თავდასხმა მოხდა, შენობას ცეცხლი მოუკიდეს, რის შედეგად სტუდია განადგურდა.
„განადგურებულია სტუდია და ძვირადღირებული აპარატურა. ტელეკომპანიის შენობაში მყოფი პირების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა“, – აცხადებენ „ინტერის“ წარმომადგენლები.
„ინტერის“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ ქსელებში ამ ტელეკომპანიის თანამშრომელთა და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენელთა მიმოწერა გავრცელდა. უკრაინული მედიის ნაწილი არხის ხელმძღვანელობას პრორუს სეპარატისტებთან კავშირში ადანაშაულებს.

14256667_10206738922183293_72006023_n 14256339_10206738922383298_1876594321_n 14269551_10206738922303296_1224986764_n 14269564_10206738922263295_855517928_n 14248943_10206738922223294_998947364_n 14248931_10206738922423299_1371528308_n 14256777_10206738922343297_709089883_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები