ჩინეთში პუტინისა და ობამას შეხვედრა მიმდინარეობს

ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი ჩინეთში G20-ის სამიტში მონაწილეობენ.
მოლაპარაკების თემების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა სირიაში აშშ-ისა და რუსეთის მოქმედებათა კოორდინაციაა.
ობამასა და პუტინის შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. მისი ჩატარების შესახებ მხოლოდ კვირას გახდა ცნობილი. ეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრაა 2016 წელს. უცხოური მედიის ცნობით, შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები