კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვის ირგვლივაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს დაჩაგრული ხალხი გაერთიანდა

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვის ირგვლივაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს დაჩაგრული ხალხი გაერთიანდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ივანიშვილმა შეძლო საქართველოში სისხლიანი რეჟიმის მშვიდობიანად დამარცხება და მისი გამოჩენა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხოლოდ დადებით ჭრილში განიხილება.
“ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა ის ხალხი, ვინც წინა სახელისუფლებო რეჟიმისგან იყო დაჩაგრული და იმედი გაუჩინა, რომ ცივილიზებული არჩევნების გზით შეიძლებოდა სააკაშვილისგან გათავისუფლება.
2012 წლამდე შექმნილ პოლიტიკურ ჯგუფებს შედეგი არ ჰქონდათ. ამ ადამიანის გვერდით დაირაზმა ძალიან ბევრი ხალხი და პოლიტიკური პარტია და ყველამ ერთად მშვიდობიანი არჩევნების გზით შევცვალეთ ხელისუფლება. მისი გამოჩენა წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მოქალაქის, მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შანსებზე ისაუბრა. კალაძე თვლის, რომ სახელისუფლებო პარტია პარლამენტში უმრავლესობას შეიყვანს.
“ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვოს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დიდი უპირატესობით ვლიდერობთ.
მივესალმებით თუ პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ოპოზიცია ჯანსაღი, რადგან თუ მმართველი გუნდი შეცდომებს დაუშვებს, უნდა ხდებოდეს დიალოგის რეჟიმში საუბარი ოპოზიციასთან და ერთობლივად საკითხების გადაწყვეტა, როგორც ეს ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები