კახა კალაძე: არანაირ პოლიტიკურ დასაქმებაზე და დაფასებაზე საუბარი არ არის

ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გარკვეული ნაწილი, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ, მუშაობას საკუთარი პროფესიით გააგრძელებენ. კალაძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ამჟამინდელი დეპუტატების ნაწილმა მუშაობა ქვეყნის სამსახურში გაარგძელოს.
„არანაირ პოლიტიკურ დასაქმებაზე და დაფასებაზე საუბარი არ არის. ბევრი ადამიანი პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას და მოღვაწეობას, ისინი მომავალ საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი იქნებიან. თითოეული ადამიანი შემდგარი ადამიანია, თავისი წარსულით და პროფესიონალიზმით, თუ მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება იქნება საჭირო, რომ ჩვენი ქვეყნის სამსახურში გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება. ასე რომ, მათ არ სჭირდებათ მადლობის გადახდა იმით, რომ ჩვენ ისინი გარკვეულ თანამდებობაზე დავნიშნოთ და ასე შემდეგ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წევრებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს, რადგან ეს გახლავთ ის ადამიანები, რომლებმაც მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დადგნენ ქვეყნის სადარაჯოზე. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როგორი დამოკიდებიულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ამ ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, გარისკეს საკუთარი ოჯახები და ახლობლები, ქვეყანას გვერდით დაუდგნენ და იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც მაშინ ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ამისთვის თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები