უკრაინაში რეზერვისტების მასშტაბური შეკრება გამოცხადდა

უკრაინაში რეზერვისტების მასშტაბური შეკრება გამოცხადდა. მასში 8 ათასი ადამიანი მონაწილეობს. წვრთნების მიზანია „ღია აგრესიის“ შემთხვევაში სამხედრო ნაწილების შევსების მექანიზმის გაუმჯობესება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„სექტემბრის განმავლობაში, ხუთ ოლქში, წვრთნებში რეზერვისტების 9 ბრიგადა მიღებს მონაწილეობას. შეკრება ორ ეტაპად ჩატარდება – პირველი 3-15 სექტემბერს, ხოლო მეორე – 12-24 სექტემბერს“, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. შეკრება ტაქტიკური წვრთნებით დასრულდება. გაიმართება საბრძოლო სროლები, რომლებშიც მოქმედი არმიისა და რეზერვისტების შერეული ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები