უზბეკეთმა კარიმოვის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პარასკევს გვიან ღამით გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის დაკრძალვა შაბათს სამარყანდში გაიმართება.
კარიმოვის გარდაცვალების მიზეზად „ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა“  (ინსულტი) დასახელდა.
კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობას სენატის თავმჯდომარე, ნიგამტულა იულდაშევი შეასრულებს.
ისლამ კარიმოვის ცხედარი ტაშკენტიდან სამარყანდში უკვე გადაასვენეს. ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უზბეკეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები