სტალონეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვირუსი აღმოჩნდა

ცნობილი ჰოლივუდელი სუპერვარსკვლავის სილვესტერ სტალონეს გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ვირუსი აღმოჩნდა, – ამის შესახებ გამოცემა morningledger.com წერს.
წყაროს ინფორმაციით, დღეს ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ სახელწოდებით „სტალონე საკუთარ სახლში ლოს-ანჯელესში გარდაცვლილი იპოვეს“. თუმცა სტატიის გახსნის შემდეგ ირკვეოდა, რომ ეს ვირუსია და მომხმარებლის ნების გარეშე სტატიის, უფრო სწორად მისი სათაურის გაზიარება ხდებოდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სტალონეს გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია ადრეც, 2013 და 2015 წლებში გავრცელდა.
33

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები