ცხინვალში რუსული კინოს კვირეული გაიმართება
ცხინვალში 9-16 სექტემბერს რუსული კინოს კვირეული ჩატარდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2015-2016 წელს გადაღებული რუსული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ჩერმენში“ გაიმართება.
რუსული კინოს კვირეულის დროს იგეგმება საბავშვო კინოფილმების, მათ შორის ანიმაციური ფილმების ჩვენება.
რუსული კინოს კვირეული რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება.