ერაყში აგვისტოში ტერაქტებისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად 691 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ტერიტორიაზე აგვისტოს განმავლობაში ტერაქტებისა და საომარი მოქმედებების შედეგად 691 ადამიანი დაიღუპა და 1016 დაიჭრა. დაღუპულთა შორის 473 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შესახებ სტატისტიკაში არ არის მითითებული ანბარის პროვინციაში მსხვერპლის რაოდენობა, სადაც აგვისტოში სამთავრობო ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა.
გაეროს მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ბაღდადში და მის შემოგარენში ფიქსირდება. აქ აგვისტოში 231 ადამიანი დაიღუპა და 676 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები