გერმანიაში ნაცისტების მსხვერპლთა ტვინების კოლექცია აღმოაჩინეს

გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფსიქიატრიის ინსტიტუტის შენობის რეკონსტრუქციის დროს, ნაცისტების მსხვერპლთა ტვინების კოლექცია აღმოაჩინეს. Gizmodo-ს ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ნეირობიოლოგსა და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრს, იულიუს ჰალერვორდენს ეკუთვნის.
გერმანელი ექიმები ოსვენციმსა და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ ადამიანებზე დანაშაულებრივ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ამიტომ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი ტვინები ჰოლოკოსტის დროს დაღუპულებს ეკუთვნის.
პოლიცია ტვინის კოლექციის გარემოებებს იძიებს, თუ ტვინების იდენტიფიცირება მოხდა, მათ ძმურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები