ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მთიან ყარაბაღში იმყოფება
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მთიანი ყარაბაღის „დამოუკიდებლობის“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ვებ-გვერდი ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში ვიზიტის დროს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის და არაღიარებული დნესტრისპირეთის დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.