„როიტერის” ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

უზბეკეთის პრეზიდენტი – ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ინფორმაცია კარიმოვის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ის არ დადასტურებულა. დღეს უზბეკეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარიმოვი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. გამოცემა „ფერგანას“ ინფორმაიით კი კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში მისი დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს. ისლამ კარიმოვი უზბეკეთის ლიდერი 1990 წლიდან არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები