პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ქალაქ მარდანში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ტერაქტი სასამართლოს შენობაში მოხდა.
დაღუპულთა შორის იურისტები, პოლიციის ოფიცრები და სამოქალაქო პირები არიან.
დღესვე ტერორისტები პაკისტანის ქალაქ პეშავარის მახლობლად ქრისტიანებით დასახლებულ რაიონს თავს დაესხნენ. ოთხივე ტერორისტი პოლიციამ მოკლა. შეტევის დროს ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.