„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მათი ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.
„ისნის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ  გადაიყვანეს  უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები