ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოლდავეთიდან დეპორტირებული იქნა

მოლდავეთის სასაზღვრო პოლიციამ კიშინიოვის აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლეგ არშბა დააკავა, რომელიც შემდეგ მოლდავეთიდან დეპორტირებული იქნა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. არშბა ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დნესტრისპირეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებმა პროტესტი გამოთქვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი კიდევ უფრო გაართულებს მოლდავეთსა და ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკას შორის მიმდინარე მოლაპარაკებას.
დნესტრისპირეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კიშინიოვი არშბას მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, მაგრამ  ეს ქმედებები მაინც განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები