კიევის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერი გასცა
კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ უკრაინის სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის და კიდევ 18 რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 8 აგვისტოს აღძრა. ეს პირები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი.