ვანუატუს დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ვანუატუს დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გემის კაპიტანს  65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ვანუატუს დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები