ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში – გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

ახალი ზელანდიის უმსხვილეს ჩრდილოეთის კუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანაპირო რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით, 2 სექტემბრის გამთენიის დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 170 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები