ფრანც ბეკენბაუერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შვეიცარიის პროკურატურამ ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება 2006 წლის მსოფლიოო ჩემპიონატის შერჩევის ადგილის დროს კორუფციის ფაქტებს უკავშირდება.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანულ გამოცემა „შპიგელში“ სტატია გამოქვეყნდა, რომ გერმანიის საგანაცხადო კომიტეტს სპეციალური ფონდი ჰქონდა თანამდებობის პირთა მოქრთამვის მიზნით. სწორედ მისი მეშვეობით მოიპოვა გერმანიამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება.
„გერმანია-2006“-ის საგანაცხადო კომიტეტს მაშინ სწორედ ბეკენბაუერი ხელმძღვანელობდა. ის კორუფციაში ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები