აშშ-ში კოსმოდრომზე რაკეტა აფეთქდა (ფოტო)

აშშ-ში კანავერალის კონცხის კოსმოდრომზე კოსმოსური რაკეტა Falcon 9 აფეთქდა. ამის შესახებ გამოცემა Techcrunch თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, რაკეტა ტესტირების დროს აფეთქდა.
Falcon 9-ის მეშვეობით 3 სექტემბერს ხელოვნური თანამგზავრი AMOS-6 უნდა გაშვებულიყო. მისი მთავარი კონტრაქტორი კომპანია ფეისბუქია. სოციალურმა ქსელმა ფრანგული კომპანია Eutelsat-სგან 95 მილიონ დოლარად თანამგზავრის გარკვეული ელემენტების გამოყენების უფლება შეიძინა.
14163813_10206711262691823_1574022495_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები