გერმანიამ კომპანია Fiat Chrysler-ის ოთხი მოდელის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების მაღალი დონე დააფიქსირა

გერმანიამ იტალიურ-ამერიკული ავტოკონცერნის, Fiat Chrysler-ის ოთხი მოდელის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების მაღალი დონე დააფიქსირა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
შესაბამის წერილში, რომელიც ევროკომისიამ და იტალიის ტრანსპორტის სამინისტრომ მოამზადეს, აღნიშნულია, რომ ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონის შემოწმების სისტემა სტანდარტებს არ შეესაბამება.
იმის გამო, რომ იტალიის ხელისუფლება კომპანია Fiat Chrysler-ის წინააღმდეგ რაიმე ქმედებების განხორციელებას არ აპირებს, გერმანიის მთავრობამ ევროკომისიას მიმართა, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები