პოროშენკო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებულია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 1 სექტემბრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს და ის არც ერთ მხარეს არ დაურღვევია.
ამის შესახებ პოროშენკომ კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პირველად ხდება.
ცეცხლის შეწყვეტაზე საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლები მინსკში, 16 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები