ავღანეთში ბომბი აფეთქდა, რომელიც ვირზე იყო დამაგრებული

ავღანეთში ბომბი აფეთქდა, რომელიც ვირზე იყო დამაგრებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებული პოლიციის თანამშრომელია, ხოლო მეორე – სამოქალაქო პირი. აფეთქება ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში, პოლიციის განყოფილების ეზოში მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები