ბესლანში ჟურნალისტები დააკავეს

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი ელენა კოსტიუჩენკო და გამოცემა „ტაკიე დელა”-ს ჟურნალისტი დიანა ხაჩატრიანი დააკავეს. ისინი ბესლანში 2004 წელს დაღუპული ბავშვების მშობელთა საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.
ელენა კოსტიუჩენკომ „ბი-ბი-სის“ აცნობა, რომ მათთან ერთად საპროტესტო აქციის ხუთი მონაწილე დააკავეს. ჟურნალისტების ინფორმაციით, მათი დაკავება უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერთა ბრძანებით მოხდა.
ბესლანის ნომერ პირველ სკოლაში 2004 წლის პირველ სექტემბერს ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს. სკოლის შენობის შტურმის დროს 314 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ბავშვები იყვნენ. მას შემდეგ ყოველ წელს 1-ელ სექტემბერს ბესლანში ხსოვნის ღონისძიებები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები