ფრანგი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებოდნენ, უკრაინაში საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფრანგი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ფეისბუქში „სახალხო პარტიის“ წევრმა გიორგი ლოგვინსკიმ დაწერა.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა ამ საკითხზე უკრაინის პროკურატურას ოფიციალური განაცხადით მიმართა. მას უპასუხეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით – „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევა“.
ლოგვინსკის განცხადებით, ფრანგ დეპუტატებს უკრაინაში 8-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ ასევე საფრანგეთში სადეპუტატო მანდატი შეიძლება დაკარგონ.
ფრანგი დეპუტატების 11-კაციანი დელეგაცია 29-31 ივლისს ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებოდა. როგორც ფრანგმა პარლამენტარებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, უკრაინა უნდა შეურიგდეს იმ ფაქტს, რომ ყირიმი რუსეთს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები