ტაილანდში  მიგრანტების უკანონოდ შეყვანისთვის მამაკაცს 35 წელი მიუსაჯეს

ტაილანდის სასამართლომ ქვეყანაში მიგრანტების უკანონოდ შეყვანისთვის მამაკაცს 35- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სუნანდ საენგტონგი იმ მომენტში დააკავეს, როდესაც ის საზღვარზე 100 მდე ადამიანის გადაყვანას ცდილობდა. ისინი ხუთ ავტომობილში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი უფლებადამცველები ამბობენ, რომ მანქანებში ისეთი ჭყლეტა იყო, რომ რამდენიმე მიგრანტი გაიგუდა.
საენგტონგის ორ თანამზრახველს რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მიგრანტები მიანმარიდან და ბანგლადეშიდან  ხშირად ცდილობენ ტაილანდში ჩასვლას. შემდეგ ისინი მალაიზიაში სამუშაოდ გამგზავრებას ცდილობენ, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა.
ბოლო დრომდე ტაილანდის ხელისუფლება ამ პრობლემაზე თვალებს ხუჭავდა, მაგრამ ახლა მისი მოგვარება გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები