უკრაინაში 1-ლი სექტემბრიდან ელექტროენერგია ძვირდება

1-ლი სექტემბრიდან უკრაინაში ელექტროენერგია 25 პროცენტით ძვირდება. ამის შესახებ გამოცემა korrespondent.net იუწყება.
ელექტროენერგია უკრაინაში 2016 წელს უკვე მეორედ ძვირდება. 1-ელ მარტს ელექტროენერგია ასევე 25%-ით გაძვირდა. ელექტროენერგიის ბაზრის რეგულირების ნაციონალური კომისიის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, ერთი კილოვატ საათის ელექტროენერგიის ფასი 0,71 გრივნა იქნება. თუ მოხმარებული ელექტროენერგია თვეში 100 კილოვატს აღემატება, მაშინ მომხმარებელი ერთ კილოვატ საათში 1,29 გრივნას გადაიხდის.
გამოცემის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფი კიდევ ერთხელ 2017 წლის 1-ელ მარტს გაძვირდება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტარიფის გაყინვა და მისი ზრდის ხელოვნური შეჩერება ძალზე მავნეა ამ დარგისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები