„ეფლის“ გენერალური დირექტორი კომპანიის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას „პოლიტიკურს“ უწოდებს 

კომპანია „ეფლის“ გენერალური დირექტორი ტიმ კუკი ევროკომისიის გადაწყვეტილებას 13 მილიარდი ევროთი კომპანიის დაჯარიმების შესახებ „პოლიტიკურს და უსამართლოს“ უწოდებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ირლანდიის ტელეკომპანია RTE-ს ეთერში კუკმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარიმის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება „ეფლის“ სასარგებლოდ შეიცვლება. „არც ჩვენ, არც ირლანდიის ხელისუფლებას კანონი არ დაგვირღვევია“ – განაცხადა „ეფლის“ ხელმძღვანელმა.
რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ირლანდიის სასარგებლოდ „ეფლის“ 13 მილიარდი ევროთი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. ეს თანხა უნდა იყოს კომპენსაცია იმ დანაკარგზე, რაც ირლანდიის ეკონომიკამ „ეფლის“ საგადასახადო დარღვევების გამო განიცადა.
ევროკომისიის გამოძიებამ დაადგინა, რომ 1991-2007 წლებში „ეფლი“ ირლანდიაში დაუსაბუთებელი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები