ჩავუშოღლუმ და ლავროვმა „ევფრატეს ფარის“ მიმდინარეობა განიხილეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. მინისტრებმა ოპერაცია „ევფრატეს ფარის“ მიმდინარეობა განიხილეს, რომელსაც თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში აწარმოებენ.
ჩავუშოღლუს თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო თურქეთის არმიის ჩარევის შემდეგ სირიის ოპოზიციურმა ძალებმა „ბოევიკებზე“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
მინისტრებმა ასევე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები