გაბონში ოპოზიციის შტაბ-ბინაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა გაბონში, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჟან პინგის შტაბ-ბინაზე პოლიციის და პრეზიდენტის გვარდიის თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ოპოზიციის აქტივისტებსა და უშიშროების ძალებს შოსის შეტაკებები გაბონის დედაქალაქში ლიბრევილში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. გაბონის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი, ალი ბონგო ონდიმბა კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. მან ამომრჩეველთა ხმების 49,85% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, გაბონის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჟან პინგმა ხმათა 46,16 % მოიპოვა.
ბონგო ონდიმბა გაბონის სათავეში 2009 წლიდან იმყოფება. მანამდე კი ქვეყანას 42 წლის განმავლობაში მამამისი მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები