ალასკაზე თვითმფრინავების შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ალასკის დასავლეთ ნაწილში ორი თვითმფრინავის შეჯახებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“იუწყება. ამერიკელი სამხედროების და ალასკის შტატის ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, ჰაერში ერთმანეთს „სესნა-208“ და Piper PA-18 შეეჯახნენ.
თვითმფრინავების ჩამოვარდნის შემდეგ ადგილზე მაშველები და ექიმები გავიდნენ, მაგრამ, მათი ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები