„ისლამური სახელმწიფო“ რომის პაპს ემუქრება

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ რომის პაპი ფრანცისკე ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა. „ბოევიკებმა“ მას ურწმუნო უწოდეს, ვინაიდან პაპი სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express იუწყება.
„ჩვენ გვძულხარ იმის გამო, რომ ალაჰის არ გწამს. გვძულხარ იმის გამო, რომ შენი ლიბერალური საზოგადოება ადამიანებს იმის უფლებას აძლევს, რასაც ალაჰი კრძალავს“, – აღნიშნულია „ისლამური სახელმწიფოს“ რომის პაპისადმი მიმართვაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მანამდე „ისლამურმა სახელმწიფოს“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ტერორისტები რომის პაპს თავდასხმით და მკვლელობით ემუქრებიან. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ბოლო დროს ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები