მალაიზიაში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მალაიზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში „ზიკას“ ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 58 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც მალაიზიაში სინგაპურიდან დაბრუნდა.
სინგაპურში „ზიკას“ ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მალაიზიელ ქალს მისი პირველი სიმპტომები სინგაპურიდან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში დაუდგინდა.
სინგაპურში „ზიკას“ ვირუსით დაავადების შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ წინა შაბათს განაცხადა, რამდენიმე დღეში ამ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 115-მდე ავიდა ინფიცირებულთა შორის ორსული ქალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები