კუბაში ფრენის უფლება ათმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ მიიღო

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ათი ამერიკული ავიაკომპანია დაასახელა, რომლებიც კუბაში რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ფრენის უფლება ავიაკომპანიებმა Alaska Airlines, American Airlines, Delta Air Lines, Frontier Airlines, JetBlue, Silver Airways, Southwest Airlines, Spirit Airlines, Sun Country и United Airlines-მა მიიღეს. აშშ-სა და კუბას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 1961 წელს, ცივი ომის პერიოდში შეწყდა.
ოთხშაბათს პირველად ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამგზავრო თვითმფრინავმა აშშ-სა და კუბას შორის კომერციული რეისი შეასრულა. შეერთებულმა შტატებმა და კუბამ კომერციული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები