ემუქრება თუ არა ვულკანი „კოლი ალბანი“ იტალიის დედაქალაქს?

იტალიაში 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სეისმოლოგები ქვეყნის ტერიტორიაზე ვულკანების შესაძლო გააქტიურებაზე საუბრობენ.
ერთ-ერთი ვულკანი – „კოლი ალბანი“ რომიდან მხოლოდ 19 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ამოფრქვევა ბოლოს 31 ათასი წლის წინ მოხდა, 1993 წლის შემდეგ ვულკანის გარშემო მიწა წელიწადში 2 მილიმეტრით იწევს, ბოლო დროს კი ვულკანიდან კვამლიც ამოდის.
ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ვულკანის ქვეშ მაგმის წნევა მატულობს. სეისმოლოგები შიშობენ, რომ შეიძლება მიწისძვრამ ვულკანის ამოფრქვევა დააჩქაროს.
24 აგვისტოს მიწისძვრის ეპიცენტრი „კოლი ალბანიდან“ 200 კილომეტრში მდებარეობდა, მაგრამ მიწისქვეშა ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში რომი სერიოზულად დაზარალდება, განსაკუთებით კი – იტალიის დედაქალაქის რამდენიმე რაიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები