რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი სასჯელს ქურდობის ბრალდებით იხდიდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ო.გ. სასჯელს ქურდობის ბრალდებით იხდიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას სასამართლოს შენობის გარეთ ავტომობილი ელოდებოდა.
ექსპერტ-კრიმინალისტები სასამართლოს შენობის მარჯვენა ფლიგელთან მუშაობენ, რადგანაც ბრალდებული სწორედ სასამართლოს შენობის აღნიშნული მხრიდან გაიქცა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, გაქცეული პატიმარი, სავარაუდოდ, სასამართლოსთან ახლოს მდებარე სკვერში გადაძვრა.
ამ დროისთვის, რუსთავში სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია გაქცეული პატიმრის სამძებრო სამუშაოებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახორციელებენ.
პატიმარ ო.გ-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია რუსთავში გაქცეულ პატიმარს ორი საათის განმავლობაში თვითმხილველების დახმარებით ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მან სასამართლოს შენობიდან გაქცევა იმ დროს მოახერხა, როდესაც შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა და სპეციალურ ოთახში მოათავსეს. მორიგი ვერსიით კი, იგი საპირფარეშოს ფანჯრიდან გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები