აბუ-დაბიში მშენებარე ცათამბჯენს ხანძარი გაუჩნდა (ფოტოკოლაჟი)

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მშენებარე ცათამბჯენს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ცათამბჯენზე ხანძრის ჩაქრობა ორი საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.
მეხანძრეები ცეცხლს ვერტმფრენების მეშვეობით ებრძვიან. დაშავებულთა შორის მაშველებიც არიან, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან მშენებლების ევაკუაცია მოახდინეს. ბოლო თვეებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების რამდენიმე ცათამბჯენში სერიოზული ხანძარი მოხდა.
13900484_10206702839361245_465180028_n 14159204_10206702839321244_545149006_n 14172006_10206702839441247_978039812_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები