ანკარის ინფორმაციით, ობამა და ერდოღანი გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობას განიხილავენ

„აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩინეთში, G20-ის სამიტზე, თურქი ოპოზიციონერისა და ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობას განიხილავენ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
თავად გიულენი აცხადებს, რომ სამხედრო ამბოხებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ფრანგულ გამოცემა Monde-თან ინტერვიუში გიულენმა განაცხადა, რომ თუ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების მეათედი მაინც დადასტურდა, ის მზად არის, თურქეთში დაბრუნდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები