მარსელის „კოკა-კოლას“ ქარხანაში 370 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში „კოკა-კოლას“ ქარხნის თანამშრომლებმა ერთ-ერთ კონტეინერში 370 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. მისი ფასი „შავ ბაზარზე“ 50 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ გამოცემა BFMTV იუწყება.
ნარკოტიკი კონტეინერში იპოვეს, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ლათინოამერიკული ქვეყნიდან ჩაიტანეს. ტვირთის ადრესატი უცნობია. საფრანგეთში კოკაინის დიდი პარტიების დაკავება საკმაოდ ხშირად ხდება. ასე, მაგალითად, 2015 წლის აპრილში საფრანგეთის სანაპირო დაცვამ გემი დააკავა, რომელსაც 2 ტონაზე მეტი ნარკოტიკი გადაჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები