სააკაშვილი უკრაინისთვის სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის გამოყოფის წინააღმდეგია

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის გამოყოფის წინააღმდეგია.
„ეს თანხა მოვა და რა მოხდება? ისევ შევჭამთ მას“, – განუცხადა სააკაშვილმა ტელეარხ „112 უკრაინას“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ სავალუტო ფონდის დახმარებაზე მისი მმართველობის პერიოდში უარი თქვა.
„ქვეყანა საკუთარ ორ ფეხზე უნდა იდგეს და ყავარჯნებით არ უნდა გადაადგილდებოდეს. სავალუტო ფონდი ეს არის ყავარჯნები“, – განაცხადა გუბერნატორმა.
როგორც უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე დანილიუკმა განაცხადა, კიევი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის მიღებასთან ძალზე ახლოს არის. საერთო ჯამში, სავალუტო ფონდის ოთხწლიანი პროგრამა უკრაინისთვის 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები