ფრანკფურტის აეროპორტში რამდენიმე ადამიანი დააკავეს
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში, სადაც დღეს ევაკუაცია გამოცხადდა, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქალია. ეს პირები პოლიციამ იმის გამო დააკავა, რომ ისინი უსაფრთხოების ზონაში შემოწმების გარეშე შევიდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სპეცსამსახურები, რომლებიც აეროპორტის შენობას ამოწმებენ. ყველა მგზავრი უსაფრთხოების კონტროლს განმეორებით გაივლის. რაც შეეხება დაკავებულებს, მათ სპეცსამსახურების წარმომადგენლები ჰკითხავენ. გარდა ამისა, მოხდება დაკავებულების იდენტიფიცირება და დანაშაულის მოტივების დადგენა.
ევაკუაცია ფრანკფურტის აეროპორტის А და Z ტერმინალებში გამოცხადდა. ამჟამად მხოლოდ ტერმინალი A არ ფუნქციონირებს. დანარჩენი ტერმინალები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.