„გაზპრომის“ უფროსი თურქეთში მოლაპარაკებებს გამართავს

კომპანია „გაზპრომის“ უფროსი ალექსეი მილერი თურქეთში ჩავიდა, სადაც „თურქული ნაკადის“ პროექტზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„ალექსეი მილერი თურქეთში სხვადასხვა თემაზე ისაუბრებს. მოლაპარაკებაზე „თურქული ნაკადის“ საკითხიც იქნება განხილული“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ „გაზპრომის“ უფროსის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა.
„თურქულ ნაკადზე“ მუშაობა გასული წლის შემოდგომაზე შეწყდა რუსეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების გამო. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაზსადენის მშენებლობის დაფინანსება პარიტეტულ საწყისებზეა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები